Sunday, May 1, 2011

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
შ. მღვიმელის–„პურის ანგელოზი“
სწავლების საფეხური
მე–3 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
14–მოსწავლე,განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე–არა.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები თემის გაცნობის შემდეგ მეტად შეიყვარებენ შრომას,იქნებიან კეთილები ყველას მიმართ,დაეხმარებიან სხვებს გაჭირვებაში საზღაურის მოლოდინის გარეშე: შეეცდებიან გულში შური და ბოროტება აღარ გაივლონ:
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ტექსტის გაგება და შინაარსის გადმოცემა:
ტექსტში ასახული ამბის დაკავშირება პირად გამოცდილებასთან:
შრომის უნარის განვითარება:
ტექსტის დაყოფა შინაარსობრივ ნაწილებად:
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ რა არის სიკეთე,ბოროტება,შური, შრომა,რომელია კარგი და ცუდი თვისება:
შეფასების საგანი და პროცედურები
მსჯელობა–დაკვირვებითა და კომენტარით:
სასწავლო მასალა/ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,ნახატები,კომპიუტერი: ფანქრები,სახატავი:
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
–გონებრივი იერიში–სახელმძღვანელოში მოცემული სურათის აღწერა და მსგავსი სურათების ჩვენება:                  5წთ(მთ–კლ)
–ტექსტის გაცნობა–ყურადღების გამახვილება პურის ანგელოზის სიტყვებზე:
 –მსჯელობა:                                  10წთ(მთ–კლ)
1. რა ინატრა დაღლილმა
                       სანდრომ?
                      2.ვინ გამოეცხადა სანდროს?
                      3. რა უთხრა სანდროს პურის
                       ანგელოზმა? და ა შ.
საკუთარი აზრის გადმოცემა:    5წთ(ინდივიდ)
1.როგორ შეაფასებდნენ სანდროს საქციელს?
2.თქენ როგორ მოიქცეოდით და რატომ?
–გამოტოვებული ეპიზოდების შევსება
მოთხრობის გეგმის შედგენა:     5წთ(მთ–კლ)                       
ნახატების შექმნა გეგმის მიხედვით:
–პრეზენტაცია                                15წთ(ჯგუფურად)
გაკვეთილის შეჯამება–რა შევისწავლეთ დღეს?
–შეფასება
–საშინაო დავალების  მიცემა–დაწერეთ ის მონაკვეთი,რომელიც გეგმის ბოლო ეპიზოდს შეესაბამება



No comments:

Post a Comment