პროექტის სახელწოდება: „ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა“
პროექტის მთავარი იდეა –მოსწავლეებმა ითანამშრომლონ სასკოლო ბიბლიოთეკასთან, დაინტერესდნენ წიგნის კითხვით, გამოუმუშავდნენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ–ჩვევა;
პროექტის მიზნები– კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის უნარ–ჩვევის
გამომუშავება;
აზრების გაზიარება და დაკვირვება რამდენად ახლოს ვართ
წიგნთან;
გამოკვლევის ჩატარება ვინ ბევრ წიგნს წაიკითხავს ათი დღის
განმავლობაში;
ფაილის შექმნა და მიღებული შთაბეჭდილებების ჩაწერა ;
მონაწილეთა ასაკი: 9–10 წელი;
ვადები/ხანგძლივობა: ათი დღე;
მოსალოდნელი შედეგები: შეარჩევენ და წაიკითხავენ მათთვის საინტერესო წიგნებს. გამოუმუშავდებათ გამართული და გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის უნარი;
შეძლებენ შექმნან თავიანთი საქაღალდეები და ჩაწერონ მიღებული შთაბეჭდილებები;
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, რვეული, კალამი,
საბავშვო ზღაპრებისა და მოთხრობების სახელმძღვანელოები;
პროექტის მსვლელობა;
1. საუბარი –რატომ არის აუცილებელი წიგნის კითხვა, ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა, რომელიმეს ხომ არ გამოუწერია და წაუკითხავს კლასგარეშე ლიტერატურა და რა შედეგი მოუტანია მისთვის?
2. მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებადა
3. დავალების მიცემა რომელი ჯგუფი წაიკითხავს მეტ წიგნს ათი დღის განმავლობაში და აქტიურად ითანამშრომლებს ბიბლიოთეკასთან?
4. მოსწავლეები შეარჩევენ საბავშვო კლასგარესე საკითხავ ლიტერატურას წაიკითხავენ, გახსნიან საქაღალდეებს და ჩაიწერენ მიღებულ შთაბეჭდილებებს;
5. პრეზენტაცია
6. შეფასება – ჩართულობასა და პრეზენტაციაში;
რამდენად არიან ჩართულები პროექტის მსვლელობაში?
როგორ წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს?
No comments:
Post a Comment