Tuesday, May 3, 2011

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემა
 „გაზაფხული“
სწავლების საფეხური
პირველი საფეხური. მე 3 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
14 მოსწავლე. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე–არა.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებმა შეძლონ გაზაფხულის თვეების ჩამოთვლა და იმ თვალსაჩინო ცვლილებების აღწერა, რაც ხდება ბუნებაში გაზაფხულზე; თემის გააზრება და არგუმენტების მოძიება,მოსწავლის მიერ მიღებული ცოდნის გამთლიანება.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები.
       –გაზაფხულთან დაკავშირებით ინფორმაციის გახსენება;
        მსჯელობის უნარის განვითარება;
        საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა ლექსის მიმართ;
        მეტყველების დროს ძირითადი ენობრივ–გრამატიკული საშუალებების გამოყენება;

წინასწარი ცოდნა
უნდა იცოდნენ წელიწადის დროები. რით განსხვავდება გაზაფხული სხვა დროებისაგან? გაზაფხულის თვეები,  გაზაფხულის მახარობელი ყვავილები, ფრინველები;
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს ვაფასებ კომენტარით: პრეზენტაციასა და მსჯელობაში შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით
1.პრეზენტაციის შინაარსის მხარით;
2.ლექსიკური მარაგით;
3. კომუნიკაციის უნარით;
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
კომპიუტერი,  პროექტორი, ნახატები, სახატავი რვეული,ფერადი ფანქრები,ფლომასტერები;
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
– გონებრივი იერიში–მოსწავლეები იხსენებ ინფორმაციას  გაზაფხულზე.                                                                       
 გაზაფხულის პეიზაჟების, სიუჟეტის  ჩვენებით;             10 წთ ( მთ–კლ)
უპასუხებენ კითხვას:
 რით არის გამორჩეული გაზაფხული?     
        ლექსის გაცნობა –უცხო სიტყვების ახსნა             10წთ(მთ–კლ)
        მსჯელობა – როგორ გესმის გამოთქმა: „ გაზაფხული აციმციმებს ცისფერ თვალებს“                                                       5წთ(მთ–კლ)
1.      რომელ ფერებს იყენებს პოეტი გაზაფხულის განწყობის გამოსახატავად?
2.      შენ კიდევ  რომელ ფერებს დაამატებდი?
გაზაფხულის პეიზაჟის დახატვა–პრეზენტაცია.  10წთ(ჯგუფ)
–დისკუსია                                                                       8წთ(მთ–კლ)
      ფერების გარდა ,კიდევ რა ახლავს გაზაფხულს სხვა დროებისგან              გამორჩეული?
       რით არის გაზაფხულის მოსვლა შენთვის სასიხარულო?                                                            
       –საშინაო დავალების მიცემა 2 წთ(მთ–კლ)
       თხზულების შედგენა –„გაზაფხული ჩემს სოფელში“
         

                      
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                




No comments:

Post a Comment