Tuesday, May 3, 2011

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემა
 „გაზაფხული“
სწავლების საფეხური
პირველი საფეხური. მე 3 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
14 მოსწავლე. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე–არა.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებმა შეძლონ გაზაფხულის თვეების ჩამოთვლა და იმ თვალსაჩინო ცვლილებების აღწერა, რაც ხდება ბუნებაში გაზაფხულზე; თემის გააზრება და არგუმენტების მოძიება,მოსწავლის მიერ მიღებული ცოდნის გამთლიანება.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები.
       –გაზაფხულთან დაკავშირებით ინფორმაციის გახსენება;
        მსჯელობის უნარის განვითარება;
        საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა ლექსის მიმართ;
        მეტყველების დროს ძირითადი ენობრივ–გრამატიკული საშუალებების გამოყენება;

წინასწარი ცოდნა
უნდა იცოდნენ წელიწადის დროები. რით განსხვავდება გაზაფხული სხვა დროებისაგან? გაზაფხულის თვეები,  გაზაფხულის მახარობელი ყვავილები, ფრინველები;
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს ვაფასებ კომენტარით: პრეზენტაციასა და მსჯელობაში შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით
1.პრეზენტაციის შინაარსის მხარით;
2.ლექსიკური მარაგით;
3. კომუნიკაციის უნარით;
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
კომპიუტერი,  პროექტორი, ნახატები, სახატავი რვეული,ფერადი ფანქრები,ფლომასტერები;
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
– გონებრივი იერიში–მოსწავლეები იხსენებ ინფორმაციას  გაზაფხულზე.                                                                       
 გაზაფხულის პეიზაჟების, სიუჟეტის  ჩვენებით;             10 წთ ( მთ–კლ)
უპასუხებენ კითხვას:
 რით არის გამორჩეული გაზაფხული?     
        ლექსის გაცნობა –უცხო სიტყვების ახსნა             10წთ(მთ–კლ)
        მსჯელობა – როგორ გესმის გამოთქმა: „ გაზაფხული აციმციმებს ცისფერ თვალებს“                                                       5წთ(მთ–კლ)
1.      რომელ ფერებს იყენებს პოეტი გაზაფხულის განწყობის გამოსახატავად?
2.      შენ კიდევ  რომელ ფერებს დაამატებდი?
გაზაფხულის პეიზაჟის დახატვა–პრეზენტაცია.  10წთ(ჯგუფ)
–დისკუსია                                                                       8წთ(მთ–კლ)
      ფერების გარდა ,კიდევ რა ახლავს გაზაფხულს სხვა დროებისგან              გამორჩეული?
       რით არის გაზაფხულის მოსვლა შენთვის სასიხარულო?                                                            
       –საშინაო დავალების მიცემა 2 წთ(მთ–კლ)
       თხზულების შედგენა –„გაზაფხული ჩემს სოფელში“
         

                      
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                




პროექტი



პროექტის სახელწოდება: „ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა“
პროექტის მთავარი იდეა –მოსწავლეებმა ითანამშრომლონ სასკოლო ბიბლიოთეკასთან, დაინტერესდნენ წიგნის კითხვით, გამოუმუშავდნენ            კომპიუტერთან მუშაობის უნარ–ჩვევა;
პროექტის მიზნები–      კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის უნარ–ჩვევის
                                           გამომუშავება;
                                           აზრების გაზიარება და დაკვირვება რამდენად ახლოს ვართ       
                                            წიგნთან;
                                           გამოკვლევის ჩატარება ვინ ბევრ წიგნს წაიკითხავს ათი დღის
                                           განმავლობაში;
                                           ფაილის შექმნა და მიღებული შთაბეჭდილებების ჩაწერა ;
მონაწილეთა ასაკი: 9–10 წელი;
ვადები/ხანგძლივობა: ათი დღე;
მოსალოდნელი შედეგები: შეარჩევენ და წაიკითხავენ მათთვის საინტერესო წიგნებს.         გამოუმუშავდებათ გამართული და გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის უნარი;
შეძლებენ შექმნან თავიანთი საქაღალდეები და ჩაწერონ მიღებული შთაბეჭდილებები;
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, რვეული, კალამი,
საბავშვო ზღაპრებისა და მოთხრობების სახელმძღვანელოები;
პროექტის მსვლელობა;
         1. საუბარი –რატომ არის აუცილებელი წიგნის კითხვა, ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა, რომელიმეს ხომ არ გამოუწერია და წაუკითხავს კლასგარეშე ლიტერატურა და რა შედეგი მოუტანია მისთვის?
         2. მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებადა
         3. დავალების მიცემა რომელი ჯგუფი წაიკითხავს მეტ წიგნს ათი დღის განმავლობაში და აქტიურად ითანამშრომლებს ბიბლიოთეკასთან?
                                       4. მოსწავლეები შეარჩევენ საბავშვო კლასგარესე საკითხავ ლიტერატურას წაიკითხავენ, გახსნიან საქაღალდეებს  და ჩაიწერენ მიღებულ შთაბეჭდილებებს;
        5.  პრეზენტაცია
         6. შეფასება – ჩართულობასა და პრეზენტაციაში;
            რამდენად არიან ჩართულები პროექტის მსვლელობაში?
            როგორ წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს?
                                                                                               
                                                                     
 
                                                                                             
                                                                                            


შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები


დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო



პრეზენტაციის
ვიზუალური ნაწილი
არ შეუძლია საკითხის მომზადება და
საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება.
ამზადებს საკითხებს მაგრამ სრულყოფილი არ არის,უჭირს საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება
ამზადებს საჭირო საკითხებს,
შეუძლია საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება.
დამაჯერებლად ამზადებს
საკითხებს,
სანიმუშოდ აყალიბებს თავის
მოსაზრებებს.

გაკვეთილზე ჩართულობა
არ მონაწილეობს საგაკვეთილო აქტივობებში
ცდილობს იყოს ჩართული
საგაკვეთილო
პროცესში
მონაწილეობს საგაკვეთილო აქტივობებში
აქტიურია. მონაწილეობს საგაკვეთილო
პროცესში
დავალებასთან
შესაბამისობა
არ ასრულებს დავალებას
არ შეუძლ;ია დამოუკიდებლად შეასრულოს დავალება;
დამოუკიდებლად ასრულებს დავალებებს;
სრულყოფილად და სანიმუშოდ ასრულებს დავალებას
მთლიანი შთაბეჭდილება
ვერ აღწევს მიზანს
ნაწილობრივ აღწევს მიზანს
ზოგადად აღწევს მიზანს
 სრულად
აღწევს ყველა მიზანს

Sunday, May 1, 2011

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
შ. მღვიმელის–„პურის ანგელოზი“
სწავლების საფეხური
მე–3 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
14–მოსწავლე,განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე–არა.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები თემის გაცნობის შემდეგ მეტად შეიყვარებენ შრომას,იქნებიან კეთილები ყველას მიმართ,დაეხმარებიან სხვებს გაჭირვებაში საზღაურის მოლოდინის გარეშე: შეეცდებიან გულში შური და ბოროტება აღარ გაივლონ:
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ტექსტის გაგება და შინაარსის გადმოცემა:
ტექსტში ასახული ამბის დაკავშირება პირად გამოცდილებასთან:
შრომის უნარის განვითარება:
ტექსტის დაყოფა შინაარსობრივ ნაწილებად:
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ რა არის სიკეთე,ბოროტება,შური, შრომა,რომელია კარგი და ცუდი თვისება:
შეფასების საგანი და პროცედურები
მსჯელობა–დაკვირვებითა და კომენტარით:
სასწავლო მასალა/ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,ნახატები,კომპიუტერი: ფანქრები,სახატავი:
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
–გონებრივი იერიში–სახელმძღვანელოში მოცემული სურათის აღწერა და მსგავსი სურათების ჩვენება:                  5წთ(მთ–კლ)
–ტექსტის გაცნობა–ყურადღების გამახვილება პურის ანგელოზის სიტყვებზე:
 –მსჯელობა:                                  10წთ(მთ–კლ)
1. რა ინატრა დაღლილმა
                       სანდრომ?
                      2.ვინ გამოეცხადა სანდროს?
                      3. რა უთხრა სანდროს პურის
                       ანგელოზმა? და ა შ.
საკუთარი აზრის გადმოცემა:    5წთ(ინდივიდ)
1.როგორ შეაფასებდნენ სანდროს საქციელს?
2.თქენ როგორ მოიქცეოდით და რატომ?
–გამოტოვებული ეპიზოდების შევსება
მოთხრობის გეგმის შედგენა:     5წთ(მთ–კლ)                       
ნახატების შექმნა გეგმის მიხედვით:
–პრეზენტაცია                                15წთ(ჯგუფურად)
გაკვეთილის შეჯამება–რა შევისწავლეთ დღეს?
–შეფასება
–საშინაო დავალების  მიცემა–დაწერეთ ის მონაკვეთი,რომელიც გეგმის ბოლო ეპიზოდს შეესაბამება