saswavlo garemo
1. ვქმნი ისეთ სასწავლო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია
მოსწავლეზე, ცოდნაზე და შეფასებაზე. მათთვის ყველაზე მოსახერხებელია სწავლისა და გამოცდილების
შესაძენად,
მათთან
ურთიერთობაში
ვარ
სამართლიანი
და
მიუკერძოებელი.
აქტიურად
ვრთავ
მოსწავლეებს სხვადახვა სახალისო აქტივობებში. მოსწავლეებთან ვარ მზრუნველ დამოკიდებულებაში, გავუზიარებ საკუთარ აზრებს
და პატივს ვსცემ მათ მიერ გამოთქმულ აზრებს.
ვიცავ
მოსწავლეების
უფლებებს
კონფიდენციალობასთან
დაკავშირებით,
თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ, ინფორმაციას მათზე ვაწვდი მშობლებს ინდივიდუალურად ყურადღებს ვამახვილებ
მოსწავლეთა დადებით მხარეებზე, პრობლემის შემთხვევაში კი მშობლებთან და დამრიგებელთან
ერთად ვგეგმავ პრობლემის გადაჭრის გზებს, რას მეხმარება მოსწავლეებთან და მშობლებთან ნდობის მოპოვებაში. სასწავლო პროცესში თანაბრად ვრთავ ყველა ბავშვს მიუხედავად მისი სქესის, ეთნიკური, რელიგიურიი, სოციალური წარმოშობის და სპეციალური საჭიროებისა. საკლაო ოთახის
ფიზიკურ
გარემოს
შევქმნი
მოსწავლეთა
მოხერხებული
სწავლისა
და
საჭიროების
შესაბამისად,
სამუშაო
ზონა გათვალისწინებული უნდა იყოს ინდივიდუალური
და
ჯგუფური
მუშაობისთვის. გამოვიყენებ ვერბარული
და არავერბალური სწავლების ფორმებს, ვაკონტროლებ ხმის ტემრს, ვეცდები ჩემი ხმა იყოს
მკაფიო და გასაგები. მოსწავლეებთან ურთიერთობის გაუმჯობესების
მიზნით
მათთან
ვარ
მზურნველ
დამოკიდებულებაში
გავუზიარებ
საკუთარ
აზრებს,
პატივს
ვსცემ
მათ
მიერ
გამოთქმულ
აზრებს.
2. მოსწავლეებს ჩავრთავ სასწავლო გარემოს შექმნაში, უმეტეტესად
გამოვიყენებ თანამშრომლობითი სწავლების ფორმებს. აკადემიურად ძლიერ მოსწავლეებს მივამაგრებ
სუსტ მოსწავლეებს დახმარების მიზნით, რათა მოსწავლეებს განუვითარდეთ ერთმანეთის მიმართ
მზრუნველი და მეგობრული დამოკიდებულება.
Tanasworuflebianoba
1. ამ
მხრივ წარმატებას ვაღწევ ჯგუფური მუშაობის,
საუბრების, ფილმების ჩვენებით, სადაც კარგად ჩანს ურთირთთანამშრომლობის, სხვათა
აზრის დაფასების, გაზიარებისა და ემპათიის
გრძობის უნარების განვითარება.ვესაუბრები მოსწავლეებს, რომ დაუშვებელია განსხვავებულად
მოეპყრა სხვა ეროვნული და რელიგიური უმცირესობის წამომადგენლებს, ვახდენ რეაგირებას
სკოლაში და სკოლის გარეთ ბავშვის უფლებების
შელახვის ნებისმიერ შემთხვევაზე. ვამახვილებ ყურადღებას კარგ ქცევაზე და ვახალისებ
სიტყვიერი კომენტარით.
2 .
მოსწავლეებს ხშირად ჩავრთავ დისკუსიებში,
ჯგუფურ სავარჯიშოებში. ჩავუტარებ საუბრებს
მსგავს თემებზე,მოვაწყობ ექსკურსიას ბავშვთა სახლში და ვაჩვენებ ფილმებს სადაც ნათლად
ჩანს ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის გრძნობა.
სასწავლო პროცესის
მართვა
მოსწავლეთა ქცევის წესებს შევიმუშავებ მათთან ერთად და ვითვალისწინებ მათ შესაძლებლობებს. ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში ვმუშაობ ბავშვებთან ინდივიდუალურად, განვსაზღვრავ დისციპლინის დარღვევის მიზეზებს და ვცდილობ შევაჩერო არასასურველი ქცევა.
ვმუშაობ მშობლებთან ვაცნობ ინფორმაციას, ვამზადებ ბავშთან მუშაობის პროგრამის მოკლე ვარიანტს. ჰიპერაქტიურ მოსწავლეებისთვის ვქმნი ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას დავალებებსა და აქტივობებს ვურჩევ ისე, რომ არ შევზღუდო. მაგ. საკლასო დავალების რვეულში დაწერის ნაცვლად ვაწერინებ დაფაზე. ვიყენებ ვიზუალურ მასალას., ვასწავლი ჩანაწერების გაკეთებას კომპიუტერის გამოყენებით.
1.
მოსწავლეებს
ჩავუტარებ ხშირად სააღმზრდელო საკითხებზე საუბრებს..
საწავლო რესურსი
1.
საკლასო ოთახში წინასწარ ვამზადებ გაკვეთილისათვის საჭირო ყველა რესურს.
სქემა, პოსტერი, ტაბულა, საპრეზენტაციო მასალა, მულტიმედიური ფილმები, კომპიუტერი და
სხვა . ვითვალისწინებ სასწავლო გეგმის მიზნებსა და ამოცანებს, მოსწავლეების შესაძლებლობებს
წინასწარ ვაწვდი მოსწავლეებს ინსტრუქციას რესურსებთან დაკავშირებით, ვცდილობ ჩემს მიერ
შექმნილი რესურსი იყოს საინტერესო, ეფექტური და ნაყოფიერი. მისცეს მოსწავლეებს აღქმისა
და საკითხში ჩაღრმავების საშუალება. ხშირად მოსწავლეებს ვრთავ
რესურსების შექმნაში მაგ. დავამზადებინებ სხადასხვა მასალების გამოყენებით გეომეტრიულ
ფიგურებს, ვაქმნევინებ თემასთან დაკავშირებულ ნახატებს. რესურსებს კი განვალაგებ აქტივობებისა
და მოსწავლეთა საჭიროებისამებრ.
2.
მოსწავლეებს მეტად ჩავრთავ თვალსაჩინოების მომზადებასა და რესურსების მოძიებაში.
სწავლების მიზნები
1.
გაკვეთილის დაწყებისთანავე ვქმნი სამუშაო განწყობას.
გაკვეთილის გეგმას და თემატურ -კალენდარულ გეგმას ვადგენ ეროვნული სასწავლო გეგმიდან
გამომდინარე. ვითვალისწინებ მოსწავლეების წინარე
ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს, საგანთა შორის კავშირებს და ყველა იმ ფაზას რაც
აუცილებელია გაკვეთილის დროის ეფექტურად წარმართვისათვის. გამოვიყენებ დიფერენცირებული
სწავლების ხერხებს ძლიერი და სუსტი მოსწავლეებისთვის.
ყურადღებას ვამახვილებ პირდაპირი და არაპირდაპირი სწავლების ფორმებზე. გაკვეთილის ან თემის ბოლოს გამოვიყენებ 3, 2, 1 მეთოდს ეს მეხმარება ნათლად დავინახო
რა ცოდნა მიიღეს მოსწავლეებმა, რა არის მათთვის ბუნდოვანი და გაუგებარი, რომ მომდევნო
გაკვეთილი აქედან გამომდინარე დავგეგმო.
1.
ვცდილობ მეტად ვითანამშროლო კოლეგებთან, გავიზიარო მათი
აზრები.
სწავლების სტრატეგიები
1.
სწავლების სტრატეგიებს ვიყენებ გაკვეთილის მიზნის შესაბამისად მაგ. თუ მჭირდება ინფორმაციის დახარისხება ვიყენებ დიაგრამებს, ვენის
დიაგრამა მოსწავლეებს ეხმარება ვიზუალურად აღიქვან ორ საგანს ან მოვლენას შორის მსგავსება
და განსხვავება და
T დიაგრამას, სადაც ნათლად ჩანს მოსაზრება, საპირისპირო მოსაზრება, იფორმაციიდან
მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანის გამოყოფა. ვცდილობ მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით თავად ააგონ ცოდნა, ხელს ვუწყობ სხვადასხვა აქტივობებით მათ გააქტიურებას, ჩართულობას სასწავლო პროცესში. ხშირად გამოვიყენებ ისეთ სტრატეგიებს, რომლებიც საჭიროებს, ინფორმაციის დახარისხებას, გაანალიზებას, შეფასებას, კვლევა ძიებას, დამოუკიდებელ მუშაობას, კრიტიკული აზრობნების უნარის განვითარებას. მოსწავლეები
არმოაჩენენ და ააგებენ ცოდნას, აკეთებენ ჩანაწერებს მნიშვნელონანი ფაქტები შესახებ.
მაგალითად როგორიცაა პროექტები,
ჯგუფური მუშაობა- მეხმარება ყველა მოსწავლე მაქსიმალურად ჩავრთო სასწავლო პროცესში.
გონებრიბი
იერიში
პრობლემისადმი შემოქმედებითად მიდგომაში.
როლური თამაშები და სიმულაციები ხელს უწყობს საკითხის ღრმა, ხანგრძლივი
დროით დამახსოვრებას და ემოციურ დონეზე გატავისებას, სიტუაციური თამაშებით კი მოსწავლეები სხვადასხვა კუთხით ხედავენ საკითხს, უყალიბდებათ საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმის და დაცვის უნარი.
ანალიზისა
(დაღმვალი)
და
სინთეზის (აღმავალი) მეთოდის გამოყენება მეხმარება მასალის დაშლასა და გამთლიანებით სწავლაში.
2.
შევეცდები
გამოვიყენო ხშირად დიაგრამები. ჩავრთო მოსწავლეები პროექტებში, სადაც მეტად გამოჩნდება შეძენილი ცოდნის ტრანსფერი.
მოტივაცია
1. გამოვიყენებ
შინაგანი და გარეგანი მოტივაციის სტრატეგიებს. ვცდილობ მოსწავლეები დავარწმუნო, რომ სკოლაში შეძენილი ცოდნა მნიშვნელოვანია ცხოვრებაში საჭირო უნარების გასავითარებლად და წარმატებული კარიერისთვის. მოსწავლეებს ხშირად ვესაუბრები წარმატებული ადამიანების შესახებ, რადგან
ბავშვები განსაკუთრებით ბაძავენ მათზე უფროსს და პოპულარულ ადამიანებს, ვაჩვენებ ფილმებს
და სურვილისამებრ ვთხოვ კადრების როლურად გათამაშებას,
ჩავრთავ მოსწავლეებს საკუთარი სწავლის პროცესში, გამოვიყენებ საგანმანათლებლო თამაშებს, თავსატეხებს და სხვა. ელექტრონულ რესურსებს, რომლებიც მეხმარება მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლებაში. ვცდილობ მოსწავლეებმა დაინახონ დავალების მიზანი და დარწმუნდნენ მის საჭიროებაში, დაინახონ კავშირი სკოლაში და სკოლის გარეთ ცხოვრებას შორის. ვიყენებ წახალისების ფორმებს, წარმოვაჩენ
და გამოვფენ საუკეთესო ნამუშევრებს კლასის წინაშე, მოსწავლეებს კვირის ან თვის ბოლოს გადავცემ სიგელებს კვირის ან თვის გმირის წოდებით.
2. მოვიძიებ
და გამოვიყენებ თამაშით სწავლების სტრატეგიებს. მოვაწყობ შეხვეედრებს წარმატებულ ადამიანებათ და ვესაუბრები. თუ როგორ მიაღწიეს მათ ამ წარმატებამდე?
სასწავლო
პროცესის შეფასება
1. ვადგენ საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებების შეფასების რუბრიკებს, მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობ შეფასების კრიტერიუმებს, რათა
მათთვის ნათელი გახდეს კონკრეტულად რას ვაფასებ, ხოლო ყველა გაკვეთილზე შევახსენებ თუ რას ვაფასებ იმ გაკვეთილიდან და რომელი კრიტერიუმებით
რადგან ისინი მობილიზირებულნი არიან მხოლოდ შესრულებაზე და არა ხარისხზე, როცა კრიტერიუმები
იციან შეეცდებიან მეტი პასუხისმგებლობით შეასრულონ ესა თუ ის დავალება. გამოვიყენებ
შედეგების გაუმჯობესების მიზნით განმავითარებელ შეფასებას სიტყვიერი და წერილობითი
კომენტარით. ვავსებინებ მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარებს კვირის ბოლოს. გამოვიყენებ
ტესტებს და მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილებს.
2.
მოსწავლეებს ყველა თემის გავლის შემდეგ ჩავუტარებ. ტესტურ
წერებს. მივცემ განმავითარებელ შეფასებას ჩავრთავ შეფასების რუბრიკის შედგენაში, გამოვიყენებ
თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების ფორმებს.